სააგენტო "პარალელი"
“ოპოზიციის ალიანსთან” დაკავშირებით, მარტივი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს – ყველაფერი იზომება შედეგით” – მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ახალი პოლიტიკური გაერთიანების “ოპოზიციის ალიანსის” დაფუძნებას ეხმიანება და ერთგვარ “სატესტო” მოსაზრებებს გამოთქვამს:
“ოპოზიციის ალიანსთან” დაკავშირებით, მარტივი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს – ყველაფერი იზომება შედეგით.
დადებენ შედეგს, ესე იგი გაამართლა ამ გაერთიანებამ.
რეალური შედეგი, რაც ამ ეტაპზე მოეთხოვებათ, არის პროტესტის გაფართოება, მისთვის ახალი სულის შთაბერვა.
ეს გამოაჩენს, აღიქვამს თუ არა ხალხი მათ ალტერნატივად, ასხივებენ თუ არა ძალას, რომელსაც ხალხი გაყვება, რომლის ირგვლივაც დაირაზმება, რომელსაც ენდობა.
თუ ხალხი მათში ვერც ძალას დაინახავს, არც ნდობა გაუჩნდება, არც გაყვება, იქნება მორიგი ფაფხური, როგორიც ბევრი გვინახავს“, – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
“ოპოზიციის ალიანსთან” დაკავშირებით, მარტივი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს – ყველაფერი იზომება შედეგით” – მერაბ მეტრეველი
პარალელი