“ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება” – გია ხუხაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 04 Mar 2026, 14:16

სააგენტო "პარალელი" “ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება” – გია ხუხაშვილი ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, კონკრეტულ რჩევებს აძლევს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: “ჩემთვის ცხადია, ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება. ირანის ამბებმა თვალნათლივ დაანახა, რომ რუსეთი, როგორც ე.წ. “ზე-სახელმწიფო” დასრულდა და ახლა საკუთარ თავს თუ გადაარჩენს, ესეც დიდი ამბავი იქნება. არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ის […] “ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება” – გია ხუხაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, კონკრეტულ რჩევებს აძლევს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს:

ჩემთვის ცხადია, ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება.

ირანის ამბებმა თვალნათლივ დაანახა, რომ რუსეთი, როგორც ე.წ. “ზე-სახელმწიფო” დასრულდა და ახლა საკუთარ თავს თუ გადაარჩენს, ესეც დიდი ამბავი იქნება.

არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ის სამყარო, საითაც უნდა გადაათამაშოს, სერიოზულად დაელაპარაკება, სანამ ქვეყანაში ირანის ტიპის მმართველობითი, არაინსტიტუციური “ლიდერის” მოდელია დამკვიდრებული.

იყო დრო, როცა ჩემს მოსაზრებებს ისმენდა და ითვალისწინებდა.

ახლაც ვურჩევ:

პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ეს არის საკუთარი როლის ინსტიტუციონალიზაცია, ანუ პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნდეს.

სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ განწირულია და შესაძლოა ძალიან მძიმე ფორმითაც…

P.S. გთხოვთ, ნუ დაიწყებთ “მოშორდეს”, “წავიდეს” და ა.შ.

ჩვენი სურვილები ერთია, რეალური პოლიტიკა მეორე. კაცი რომ წავიდეს, ჯერ კარები უნდა იპოვოს“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება” – გია ხუხაშვილი
პარალელი


რელევანტური