
ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. ვარდნისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.
ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. ვარდნისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ინფორმაცია ТАСС-ს დაუდასტურა აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ; დაწყებულია დაზიანებულ ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენითი სამუშაოები. როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში განაცხადეს, გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებ გაგრაში, ახალ ათონსა […]
