“გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში, საიდანაც დაიწყო მოტეხილობის ბზარი” – პროკურორი — Cnoba
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, დადასტურდა, რომ ავალიანის მკვლელობა ბრალდებულების მიერ მიყენებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა გამოიწვია. „სამედიცინო ექსპერტმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში, საიდანაც დაიწყო მოტეხილობის ბზარი და გაგრძელდა უკან მიმართულებით. შესაბამისად, სპეკულაციას ექსპერტებმა დაუსვეს წერტილი“ – განაცხადა პროკურორმა. ლევან ვეფხვაძის თქმით, როცა ავალიანი დედის დაბადების დღისთვის ემზადებოდა, ბრალდებულები მასზე ძალადობას გეგმავდნენ. „მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ გიგა ავალიანისთვის ძალადობის განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ყიდულობდა სახლისთვის პროდუქტებს, ბრალდებულები ყიდულობდნენ ელექტრო შოკს… The post “გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში, საიდანაც დაიწყო მოტეხილობის ბზარი” – პროკურორი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.