,, აბა სულელი კი არ ვიყავი 2012-ში როცა მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება ამ კრიმინალურ ბანდას” – სააკაშვილი — Cnoba

Alia სიახლე 04 Mar 2026, 11:07

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს: ,,ნავთობზე ფასების აწევა რუსეთს ძალიან აწყობს, მაგრამ სინამდვილეში მოსკოვი სრულ პანიკაშია! რუსების ბოროტების ალიანსი იმსხვრევა. ცნობილი ფაქტია, რომ აქამდე პუტინი ხშირად უყურებდა აჯანყებულების მიერ კადაფის მკვლელობის კადრებს და ახლა ხამენეის განადგურებამ აჩვენა, რომ პუტინსაც შეიძლება ყველგან მისწვდნენ. რაც მთავარია, თუ აიათოლების რეჟიმი დაეცა, ეს იქნება პუტინის სწრაფი დასასრულის დასაწყისი, ასევე […] The post ,, აბა სულელი კი არ ვიყავი 2012-ში როცა მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება ამ კრიმინალურ ბანდას” – სააკაშვილი appeared first on .

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ნავთობზე ფასების აწევა რუსეთს ძალიან აწყობს, მაგრამ სინამდვილეში მოსკოვი სრულ პანიკაშია! რუსების ბოროტების ალიანსი იმსხვრევა.

ცნობილი ფაქტია, რომ აქამდე პუტინი ხშირად უყურებდა აჯანყებულების მიერ კადაფის მკვლელობის კადრებს და ახლა ხამენეის განადგურებამ აჩვენა, რომ პუტინსაც შეიძლება ყველგან მისწვდნენ.

რაც მთავარია, თუ აიათოლების რეჟიმი დაეცა, ეს იქნება პუტინის სწრაფი დასასრულის დასაწყისი, ასევე ივანიშვილმაც კარგად უნდა შეხედოს თუ რით მთავრდება დიქტატურა დიქტატორებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

აბა სულელი კი არ ვიყავი 2012-ში როცა მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება ამ კრიმინალურ ბანდას, ასე სურდა ხალხის უმრავლესობას და თუ უმრავლესობას ჩაგრავ და ეწინააღმდეგები, როგორც ამას ივანიშვილი აკეთებს, მაშინ დიქტატორი ხარ.

უნდა შევწყვიტოთ ივანიშვილისთვის სხვადასხვა სახელების დაძახება და ყველამ ერთად უნდა ვუწოდოთ დიქტატორი და მის რეჟიმს დიქტატურა.“

The post ,, აბა სულელი კი არ ვიყავი 2012-ში როცა მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება ამ კრიმინალურ ბანდას” – სააკაშვილი appeared first on .


რელევანტური