საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული ვ.ი. დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები – „ბუპრენორფინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ — ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.