სააგენტო "პარალელი"
“გახლეჩილობა, რომელიც მმართველ პარტიას სურს ჩვენში – ერთიანობით უნდა დავამარცხოთ” – გიორგი ვაშაძე
გადაცემაში, “გიორგი თარგამაძის ფორმულა”, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იმ განსხვავებულ დამოკიდებულებებზე, რაც უნდა იყოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის:
“ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი, რომელიც დგას მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილზე, ტყუილზე, მე არ მგონია, რომ ამაშია მათი ძალა. რაც მათ შერჩად ეს არის ძალოვანი სტრუქტურები, რომლითაც ცდილობენ, რომ გააკონტროლონ ყველაფერი, მაგრამ მე არ ვიხედები იქით, თუ ისინი სად არიან სუსტები ან სად უშვებენ შეცდომებს, მთავარია ჩვენ არ დავუშვათ შეცდომები და ამაში ვგულისხმობ, რომ სიძულვილს, რომელსაც ისინი აფრქვევებ, ჩვენ ჩვენ სიძულვილით ვერ დავამარცხებთ, სიძულვილს მხოლოდ სიკეთით, სიყვარულით დავამარცხებთ. სიბნელე, რომელიც მათგან მოდის – აქედან მხოლოდ სინათლით თუ დამარცხდება. გახლეჩილობა, რომელიც მათ სურს ჩვენში – ერთიანობით უნდა დავამარცხოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“გახლეჩილობა, რომელიც მმართველ პარტიას სურს ჩვენში – ერთიანობით უნდა დავამარცხოთ” – გიორგი ვაშაძე
პარალელი