სააგენტო "პარალელი"
“ნაცობა ტეხავს” ვინც აწვებით, საკუთარ “ქოცობაზეც” ერთი ორი სიტყვა დაასველეთ” – ნიკა გვარამია
ახალი პოლიტიკური გაერთიანების – “ოპოზიციის ალიანსის” მიმართ გაკეთებულ ცალკეულ შეფასებებს საპასუხო მინიშნებებით ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია:
“საერთოდ არ ვაპირებ რეაგირებას ალიანსის მგმობელ სტატუსებზე.
მაგრამ, ჩვენს გაერთიანებაში ვარდების ხელისუფლებაში ვის რა თანამდებობა ეჭირა, რომ დაწერთ, ისიც დაწერეთ, თავად ბიძინას ხელისუფლებაში რა თანამდებობა გეჭირათ. “ნაცობა ტეხავს” ვინც აწვებით, საკუთარ “ქოცობაზეც” ერთი ორი სიტყვა დაასველეთ.
ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო. მოთმინება და საღი აზრი მაქვს
“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
“ნაცობა ტეხავს” ვინც აწვებით, საკუთარ “ქოცობაზეც” ერთი ორი სიტყვა დაასველეთ” – ნიკა გვარამია
პარალელი