სააგენტო "პარალელი"
“ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ეს დიქტატურა!” – ლაშა ჩხარტიშვილი
მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორი 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკოლოგოგმა და უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა და საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველ კომენტარში განაცხადა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს:
“ძირს ივანიშვილის დიქტატურა!
კიდევ ერთხელ დავტოვე ბიძინ ყაენის ქაჯების ციხესიმაგრე.
ვერ გაგვაჩუმებენ! ამ დაპატიმრების მიზანი იყო ჩემი გაჩუმება იმიტომ, რომ უკვე არათუ პოსტებისა გამო, არათუ საკუთარი აზრის მიტინგზე გამოხატვისთვის, სხვისი პოსტების კომენტარების გამოც კი მაპატიმრებენ.
ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ეს დიქტატურა!
შევხვდებით კვლავ რუსთაველზე. ივანიშვილი დაემხობა, გასამართლდება და თავს ამოყოფს ციხეში“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ინფორმაციისთვის: ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა Facebook-კომენტარის გამო.
“ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ეს დიქტატურა!” – ლაშა ჩხარტიშვილი
პარალელი