თეირანში მეჰრაბადის აეროპორტი დაიბომბა — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
03 Mar 2026, 16:18
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით საჰაერო ძალებმა თეირანსა და ისპაჰანში სამხედრო ობიექტები დაბომბეს. „თეირანში დაიბომბა რეჟიმის მიერ იარაღის წარმოებისთვის გამოყენებული ინფრასტრუქტურა და ობიექტები, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტები“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისპაჰანში ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და რაკეტების შესანახი ობიექტები დაბომბეს. გარდა ამისა, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტს დაარტყეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. The post თეირანში მეჰრაბადის აეროპორტი დაიბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.