სუს-ი განცხადებას ავრცელებს — Cnoba

GuriaNews სიახლე 20 Feb 2026, 17:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. “2025 წლის 23 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ასევე, საკითხი განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე. […] The post სუს-ი განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“2025 წლის 23 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ზადიაანთკარის მიმდებარე  ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და  ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ასევე, საკითხი  განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”,_ აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,

The post სუს-ი განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური