სადახლოზე 125 ლიტრი თხევადი მეტამფეტამინი ამოიღეს – დაკავებულია ირანის მოქალაქე — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 03 Mar 2026, 08:59

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სადახლოს ტერიტორიაზე, სამართალდამცველებმა 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე ამოიღეს. დაკავებულია ირანის მოქალაქე. „სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, მალულად, საწვავის სისტემის დამატებით ავზში მოთავსებული – 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. The post სადახლოზე 125 ლიტრი თხევადი მეტამფეტამინი ამოიღეს – დაკავებულია ირანის მოქალაქე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური