ეს არ არის უსასრულო ომი – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს.
ნეთანიაჰუს ამბობს, რომ აუცილებელია ქმედებები, რომელიც არ დაუშვებს, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„ეს არ არის უსასრულო ომი. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა Fox News-თან ინტერვიუში.
მისი მტკიცებით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ შექმნის პირობებს „ირანელი ხალხისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბედის კონტროლი, შექმნან საკუთარი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და გათავისუფლდნენ ამ ტერორისტული მანქანის უღლისგან“.
The post ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს appeared first on ODISHINEWS.