საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი — Cnoba
საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი . აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. სუდას ყურეში განთავსებულია საბერძნეთის, აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ობიექტები. ბაზას ცოტა ხნის წინ, მარაგების შესავსებად, აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ეწვია, შემდეგ კი ის ახლო აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა. კაცი ათენის აეროპორტში ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ოფიციალური პირების ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ციფრული მტკიცებულებების შესწავლა. წყარომ, რომელიც საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს… The post საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.