რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი — Cnoba

GuriaNews სიახლე 03 Mar 2026, 07:21

ბინის შეძენისას თქვენ წილად გხვდებათ მისი ნომერიც, ამ ნომრის უკან კი შესაძლოა დიდი აზრი იმალებოდეს. მაგალითად: როცა ბინის ნომერია – 138 = 1+3+8=12. 1+2=3. “3” – სწორედ ეს არის თქვენი ბინის ნუმეროლოგიური ციფრი. ციფრი 1. პლანეტა – მზე ეს საცხოვრებელი ბინა მფლობელს შემოქმედებითი ენერგიითა და სიხარულით ავსებს. აქ თავს კომფორტულად იგრძნობენ მწერლები, მხატვრები, პოეტები, ჟურნალისტები. […] The post რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი appeared first on გურია ნიუსი.

ბინის შეძენისას თქვენ წილად გხვდებათ მისი ნომერიც, ამ ნომრის უკან კი შესაძლოა დიდი აზრი იმალებოდეს.

მაგალითად: როცა ბინის ნომერია – 138 = 1+3+8=12. 1+2=3. “3” – სწორედ ეს არის თქვენი ბინის ნუმეროლოგიური ციფრი.

ციფრი 1. პლანეტამზე

ეს საცხოვრებელი ბინა მფლობელს შემოქმედებითი ენერგიითა და სიხარულით ავსებს. აქ თავს კომფორტულად იგრძნობენ მწერლები, მხატვრები, პოეტები, ჟურნალისტები. მაგრამ სახლი მხოლოდ კეთილ ადამიანებს ანიჭებს კომფორტს, ბოროტებისთვის კი ნამდვილი ზარალია.

ციფრი 2. პლანეტამთვარე

ბინა იდეალურია ბავშვებთან მომუშავე ადამიანებისთვის, მზარეულებისა და მუსიკოსებისთვის. აქ მთავარი აქცენტი გააკეთეთ სარკესა და ფერზე, რომელიც უმჯობესია, ღია რძისფერსა და ზურმუხტისფერ მწვანეზე გადაწყდეს. სააბაზანო ოთახი კი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს.

ციფრი 3. პლანეტამარსი

ძალა და მოქმედება! ეს ბინა ზარმაცებისთვის ნამდვილად არ არის. აქ გამუდმებით მოგიწევთ რაღაცის შეკეთება. თუ მეპატრონე ტონუსში და უწყვეტ მოქმედებაში არ იქნება, ბინა ავადმყოფობას მოუტანს. ინტერიერი დატვირთეთ რაც შეიძლება მეტი წითელი ფერით.

ციფრი 4. პლანეტამერკური

აქ პატიოსნად ცხოვრება მოგიწევთ, რადგან ტყუილი აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან. მზად იყავით – ბინა ბევრ შრომასა და დატვირთვას მოგიტანთ. კეთილდღეობისთვის უმჯობესია შემდეგი ფერები: ლურჯი, ნაცრისფერი, ასევე, ცისფერისა და ყვითლის შერწყმა.

ციფრი 5. პლანეტაიუპიტერი

აქ ყველაფერი გლობალურია. ეს ბინა გამუდმებით იზიდავს რაიმე იდეის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანებს. მათი ცხოვრება უკავშირდება პოლიტიკას ან მეცნიერებას. ნუ მიეცემით სიბრაზეს და ყველაფერი კარგად იქნება. კარგი იქნება, თუ ბიბლიოთეკას მოიწყობთ.

ციფრი 6. პლანეტავენერა

დასვენება, სიყვარული და კომფორტი. ამ ბინაში მცხოვრებს ძალიან გაუმართლა. ისინი კეთილები და სტუმართმოყვარეები არიან ან პორნოს მოყვარული სკანდალისტები. უჯობესია თბილი ფერები – რძისფერი, ყავისფერი. უყვართ შინაური ცხოველები. აქ კამათსაც მოერიდეთ.

ციფრი 7. პლანეტასატურნი

ამ ბინაში მცხოვრებნი ხშირად სამარცხვინო სიტუაციაში აღმოჩნდებიან და გარკვეული შეზღუდვების მსხვერპლნი ხდებიან. თუმცა ამავე ბინაში შეიძენთ რაიმე სახის პროფესიონალურ უნარებს. მთავარია ხშირად გააანალიზოთ თქვენი ქმედებები . ხელსაყრელი ფერია – მუქი ლურჯი.

ციფრი 8. პლანეტაურანი

ეს ასტროლოგებისა და წინასწარმეტყველების ბინაა.აქ მუდამ მეგობრების გარემოცვაში იქნებით. გამოიყენეთ ღია ფერის, ცისარტყელას ფერები, აუცილებლად უნდა დომინირებდეს ცისფერი – ლურჯი. ფანჯრები ყოველთვის სუფთა გქონდეთ, ელექტროგაყვანილობას კი უფრთხილდით.

ციფრი 9. პლანეტანეპტუნი

საკმაოდ მძიმე ბინაა. აქ თავს კომფორტულად იგრძნობენ მღვდლები, მუსიკოსები, მეზღვაურები და ექსტრასენსები. აქ ადვილად ჩაიძირებით აუხდენელ ოცნებებში და ბევრ მავნე ჩვევას შეიძენთ. ბინა ბერმუდის სამკუთხედივითაა – ნივთები გამუდმებით იკარგება და ეს ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია.

The post რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური