“დღეს მოხდა ერთიანობის დეკლარირება, ამას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი სამშობლოს და მისი თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად” – მიხეილ სააკაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 02 Mar 2026, 21:09

სააგენტო "პარალელი" “დღეს მოხდა ერთიანობის დეკლარირება, ამას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი სამშობლოს და მისი თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად” – მიხეილ სააკაშვილი 2 მარტს, ახალი ოპოზიციური გაერთიანება – “ოპოზიციური ალიანსი” დაფუძნდა და საზოგადოებას შეთანხმების დოკუმენტი წარუდგინა. აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: “ის რაც მოხდა დღეს ცუდი ამბავია ხელისუფლების უზურპატორი კრიმინალური ბანდისთვის და მისი მეთაურისთვის და კარგი ამბავია საქართველოსთვის. მადლობა ყველა მონაწილე პარტიის ლიდერს და აქტივისტს. დღეს ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგმა მნიშვნელოვანი […] “დღეს მოხდა ერთიანობის დეკლარირება, ამას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი სამშობლოს და მისი თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“დღეს მოხდა ერთიანობის დეკლარირება, ამას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი სამშობლოს და მისი თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად” – მიხეილ სააკაშვილი

2 მარტს, ახალი ოპოზიციური გაერთიანება – “ოპოზიციური ალიანსი” დაფუძნდა და საზოგადოებას შეთანხმების დოკუმენტი წარუდგინა. აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ის რაც მოხდა დღეს ცუდი ამბავია ხელისუფლების უზურპატორი კრიმინალური ბანდისთვის და მისი მეთაურისთვის და კარგი ამბავია საქართველოსთვის.

მადლობა ყველა მონაწილე პარტიის ლიდერს და აქტივისტს.

დღეს ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ – შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი.

ეს არის ის რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მეც, სხვებთან ერთად ვარ ჩართული ამ ამბავში და მთელი ეს დრო ვმუშაობდი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად.

ამოვდივარ იქიდან, რომ შეიძლება ჩვენ წარსულში გვქონოდა უთანხმოება და ზოგს შეიძლება ახლაც არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად უმნიშვნელოა იმ დიდ ისტორიულ პროცესთან შედარებით რაც ჩვენს გარშემო ვითარდება.

ამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ჩვენ ვაკმაყოფილებთ ქართველი ხალხის და დემოკრატიული სამყაროდან ჩვენი მხარდამჭერების მოთხოვნას, გვევლო ერთიანობის გზით.

დღეს მოხდა ამ ერთიანობის დეკლარირება, ამას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი სამშობლოს და მისი თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთად დადგა და არ აჰყვა მტრის შემოგდებულ ცდუნებას, გათიშვის და ერთმანეთის ჩაძირვის მიმართულებით.

აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ძალა ერთობაშია!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“დღეს მოხდა ერთიანობის დეკლარირება, ამას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი სამშობლოს და მისი თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი


რელევანტური