“ირანთან ომის თავიდან აცილების ბოლო შანსი ჟენევაში ამოიწურა, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უყვირა” — Cnoba

News.ge სიახლე 02 Mar 2026, 19:53

“ირანთან ომის თავიდან აცილების ბოლო შანსი ჟენევაში ამოიწურა, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უყვირა” | ამის შესახებ NBC NEWS აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს სტატიის თანახმად, როდესაც აშშ-ის დელეგაციამ წარადგინა თავისი პოზიცია, რომ ირანს მომდევნო 10 წლის განმავლობაში ურანის გამდიდრების უფლება არ ექნებოდა, ირანულმა მხარემ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. […]

“ირანთან ომის თავიდან აცილების ბოლო შანსი ჟენევაში ამოიწურა, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უყვირა” | ამის შესახებ NBC NEWS -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს
🔻 სტატიის თანახმად, როდესაც აშშ-ის დელეგაციამ წარადგინა თავისი პოზიცია, რომ ირანს მომდევნო 10 წლის განმავლობაში ურანის გამდიდრების უფლება არ ექნებოდა, ირანულმა მხარემ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. „ირანს აქვს ურანის გამდიდრების ხელშეუვალი უფლება“, – უთხრა ამერიკელებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ. „ხოლო აშშ-ს აქვს ხელშეუვალი უფლება, რომ ამაში ხელი შეგიშალოთ“, – უპასუხა მას აშშ-ის დელეგაციის წევრმა სტივ უიტკოფმა
🔻 ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოთხოვნები მოისმინა, არაღჩიმ ყვირილი დაუწყო უიტკოფს, რომელიც შეხვედრაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად იმყოფებოდა. „თუ გირჩევნიათ, შემიძლია წავიდე“ – უთხრა უიტკოფმა. არაღჩის წარმომადგენლებს ამაზე დაუყოვნებლივი პასუხი არ გაუციათ. ამის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მომხდარის შესახებ ტრამპს მოახსენა. პრეზიდენტი ამ ამბავმა „გააოგნა“ – უთხრა NBC NEWS-ს მაღალჩინოსანმა. შაბათ დილას კი აშშ უკვე ირანს ბომბავდა

რელევანტური