სალომე ზურაბიშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნას მიესალმება — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Mar 2026, 19:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნას. მისი განცხადებით, აღნიშნული სტრატეგია უნდა გახდეს საფუძველი “რეჟიმის” ცვლილებისა. „მივესალმები შექმნილ ოპოზიციურ ალიანსს! ასეთ დროს, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური ძალები თანხმდებიან ძირითად პრინციპებზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ძალები მზად არიან, აიღონ ინიციატივა და იმოქმედონ ქვეყნის გადასარჩენად. როგორც ქართული ქარტიის ინიციატორი, ამ წამოწყებაში ვხედავ მნიშვნელოვან და ახალ ნაბიჯს, რომელიც მიგვიყვანს კონკრეტულ ტრანზიციის სტრატეგიამდე. ეს სტრატეგია უნდა გახდეს საფუძველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანი ბრძოლისათვის — რეჟიმის ცვლილებისა და მშვიდობიანი გარდაქმნის უზრუნველსაყოფად”- წერს ის. The post სალომე ზურაბიშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნას მიესალმება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური