“ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში” – შალვა პაპუაშვილმა — Cnoba

პარალელი სიახლე 02 Mar 2026, 16:41

სააგენტო "პარალელი" “ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში” – შალვა პაპუაშვილმა საქართველოზე გადაღებული მოკლეფორმატიანი ისტორიული ვიდეორგოლი გააზიარა, სოციალურ ქსელში, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა და მიანიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მრავალ ქარტეხილს გაუძლო და მყარად დგას ისევ: “როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში. ჩვენ გვინახავს ომები, კატაკლიზმები და ეპოქები, როდესაც ყველაფერი […] “ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში” – შალვა პაპუაშვილმა პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში” – შალვა პაპუაშვილმა

საქართველოზე გადაღებული მოკლეფორმატიანი ისტორიული ვიდეორგოლი გააზიარა, სოციალურ ქსელში, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა და მიანიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მრავალ ქარტეხილს გაუძლო და მყარად დგას ისევ:

როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში.

ჩვენ გვინახავს ომები, კატაკლიზმები და ეპოქები, როდესაც ყველაფერი იშლებოდა და თავიდან იწყებოდა. მაგრამ ერთი რამ არასოდეს შეცვლილა, ქართველს ყოველთვის ჰქონდა ძალა, ყველაზე მძიმე დროსაც კი შეენარჩუნებინა საკუთარი სამშობლო, საკუთარი ღირსება და საკუთარი მემკვიდრეობა.

ამიტომ, როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ქარიშხლებს უძლებს, ფეხზე დგება და ღირსებით აგრძელებს გზას“, – წერს შალვა პაპუაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

“ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში” – შალვა პაპუაშვილმა
პარალელი


რელევანტური