“ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება”- ისრაელის თავდაცვა — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
02 Mar 2026, 16:44
„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლიბანიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირიმ განაცხადა. მისი განცხადებით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედებების მიუხედავად, მთავარ სამიზნედ ირანი რჩება. „ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-სთან უპრეცედენტო თანამშრომლობით ვმოქმედებთ. მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ“ ცეცხლი გახსნა, მე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედების ბრძანება გავეცი. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით მოქმედებისთვის მზად ვართ. ჩვენი მოთხოვნა „ჰეზბოლას“ განიარაღებაა“, – განაცხადა ზამირიმ. The post “ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება”- ისრაელის თავდაცვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.