“ალბათ, მალე გამოცხადდება, რომ: მეტადონი ღრუბლიან ამინდს იწვევს” – ზურაბ სიხარულიძე — Cnoba

Alia სიახლე 19 Feb 2026, 17:04

ნარკოლოგი, ფედერალისტების გუნდის წევრი, ზურაბ სიხარულიძე: ტროტუარზე აპტიმრებენ ხალხს. თუ არ მაღიარებ დაგიჭერ. კუჩაში თუ დადგები დაგიჭერ და შვებიან განა არა? მერე ჩანაცვლებითი თერაპია თურმე „ლეგალური ნარკომანიაა“. შემდეგ სავალდებულო მკურნალობა ყველას კურნავს — 100%-იანი ეფექტურობით, ალბათ NASA-ს ტექნოლოგიით. ამასობაში ვიგებთ, რომ ყველაფერი „ვიღაცის ბრალია“. ჭარბწონიანობა — პოლიტიკური მემკვიდრეობა. დამოკიდებულება — მორალური სისუსტე. მეცნიერება — ფუფუნება. […] The post “ალბათ, მალე გამოცხადდება, რომ: მეტადონი ღრუბლიან ამინდს იწვევს” – ზურაბ სიხარულიძე appeared first on .

ნარკოლოგი, ფედერალისტების გუნდის წევრი, ზურაბ სიხარულიძე:

ტროტუარზე აპტიმრებენ ხალხს. თუ არ მაღიარებ დაგიჭერ. კუჩაში თუ დადგები დაგიჭერ და შვებიან განა არა?
მერე ჩანაცვლებითი თერაპია თურმე „ლეგალური ნარკომანიაა“.
შემდეგ სავალდებულო მკურნალობა ყველას კურნავს — 100%-იანი ეფექტურობით, ალბათ NASA-ს ტექნოლოგიით.
ამასობაში ვიგებთ, რომ ყველაფერი „ვიღაცის ბრალია“.
ჭარბწონიანობა — პოლიტიკური მემკვიდრეობა.
დამოკიდებულება — მორალური სისუსტე.
მეცნიერება — ფუფუნება. უნივერსიტეტებიც ზედმეტია: ერთი ვარსკვლავი, ერთი ფაკულტეტი და ერთი ქალაქი სრულიად საკმარისია.
ზიანის შემცირება? ალბათ უცხოპლანეტელების პროექტია.
გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი: ეს ყველაფერი ასტროლინგვისტიკის ბრალია.
ვარსკვლავებმა ასე გადაწყვიტეს. პლანეტები არასწორ სახლში დადგნენ.
დიდხანს ვფიქრობდი და ბოლოს გავიგე — პრობლემა ნარკოპოლიტიკაში კი არა, კოსმოსშია.
სხვა როგორ აიხსნება, რომ:
• ჩანაცვლებითი თერაპია ერთდროულად არის „ლეგალური ნარკომანია“ და ამავე დროს ყველაზე კონტროლირებადი სამედიცინო პროგრამა;
• სავალდებულო მკურნალობა კურნავს ყველას — განსაკუთრებით იმას, ვინც არ უნდა;
რეესტრი არის ზრუნვა;
ჯარიმა არის პრევენცია;
დაპატიმრება არის
მეცნიერება გვეუბნება, რომ დამოკიდებულება ქრონიკული, ბიოფსიქოსოციალური მდგომარეობაა.
ჩვენ ვპასუხობთ: „არა, ეს ხასიათის სისუსტეა. პლუს ვიღაცის ბრალია.“
მეცნიერება ამბობს: ზიანის შემცირება ამცირებს სიკვდილიანობას.
ჩვენ ვამბობთ: „ზიანი საერთოდ არ არსებობს, თუ სტატისტიკას არ დავთვლით.“
მეცნიერება ამბობს: სტიგმა აუარესებს შედეგებს.
ჩვენ ვამბობთ: „სტიგმა მოტივაციაა.“
ალბათ მალე გამოცხადდება, რომ:
მეტადონი ღრუბლიან ამინდს იწვევს;
ბუპრენორფინი ეროვნულ იდენტობას აზიანებს;ნალოქსონი ტრადიციულ ღირებულებებს არღვევს.
და თუ ვინმეს მაინც უჩნდება კითხვა — რატომ ხდება ეს ყველაფერი?
პასუხი მარტივია: მერკური რეტროგრადშია, ნეპტუნი მეშვიდე სახლშია, და როგორც კი მეხუთეში გადავა — კარმიული გარდაქმნა დაიწყება.
მაგრამ, რა ვიცი… იქნებ დილის ხუთ საათზე მოსულ იდეებს მართლა საკუთარი გრავიტაცია აქვთ.
რას ვიზამთ — ასტროლინგვისტიკის ეპოქაში ვცხოვრობთ.
ალბათ დროა უნივერსიტეტიც გავხსნათ: ათასი სტუდენტი მოვამზადოთ ამ დარგში. სხვა ახსნა აღარ დამრჩა — ცოდნა არ გვყოფნის, სპეციალისტები ცოტა ყოფილან
სად მივექანებით? კოსმოსში თუ ……?

The post “ალბათ, მალე გამოცხადდება, რომ: მეტადონი ღრუბლიან ამინდს იწვევს” – ზურაბ სიხარულიძე appeared first on .


რელევანტური