ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 02 Mar 2026, 13:14

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა, რათა თავიდან იქნას აცილებული აშშ-ისა და ისრაელის კონფლიქტის ირანთან რეგიონში გაფართოება. მან გააკრიტიკა „ირანისა და მისი მოკავშირეების მიერ სუვერენული ტერიტორიების წინააღმდეგ განხორციელებული დაუფიქრებელი და განურჩეველი თავდასხმები“, მათ შორის კვიპროსში ბრიტანულ ავიაბაზასა და საუდის არაბეთის ნავთობობიექტზე განხორციელებული დარტყმები. „ჩვენ დიდი ძალისხმევა უნდა […] The post ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის appeared first on ODISHINEWS.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა, რათა თავიდან იქნას აცილებული აშშ-ისა და ისრაელის კონფლიქტის ირანთან რეგიონში გაფართოება.

მან გააკრიტიკა „ირანისა და მისი მოკავშირეების მიერ სუვერენული ტერიტორიების წინააღმდეგ განხორციელებული დაუფიქრებელი და განურჩეველი თავდასხმები“, მათ შორის კვიპროსში ბრიტანულ ავიაბაზასა და საუდის არაბეთის ნავთობობიექტზე განხორციელებული დარტყმები.

„ჩვენ დიდი ძალისხმევა უნდა გავამახვილოთ კონფლიქტის დეესკალაციისა და გავრცელების შესაჩერებლად“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში და დასძინა, რომ „რეგიონის სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია“.

მისი თქმით, ევროკავშირი მტკიცედ დაუდგება გვერდში წევრ სახელმწიფოებს ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში და გააგრძელებს კონსულტაციებს რეგიონულ პარტნიორებთან. ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობა „ირანის დაჩაგრული ხალხისთვის ახალი იმედის“ სიმბოლოა და ევროკავშირი მხარს უჭერს მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

The post ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური