ისრაელის იერიშს ლიბანში 31 ადამიანი ემსხვერპლა — Cnoba
ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ისრაელის სამხედროებმა მანამდე დაადასტურეს, რომ ბეირუთის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის ტერორისტებს და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ცენტრალურ მეთაურს დაარტყეს. ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში, მათ შორის დაჰიეში, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების სერიის შემდეგ, ევაკუაცია მიმდინარეობს. „ჰეზბოლამ“ გუშინ განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ „აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის მოვალეობას შეასრულებდა“. მას შემდეგ დაჯგუფებამ დაადასტურა, რომ აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით ჰაიფას სამხრეთით… The post ისრაელის იერიშს ლიბანში 31 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.