ქუვეითში ირანული სარაკეტო იერიშის დროს ამერიკული გამანადგურებელი ჩამოვარდა — Cnoba
ქუვეითში, ამერიკულ საავიაციო ბაზაზე ირანული სარაკეტო თავდასხმის დროს, აშშ-ის F-15E Strike Eagle-ის ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა. ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ეცემა ალმოდებული თვითმფრინავი ალი ალ-სალემის ბაზიდან ათი კილომეტრის დაშორებით. პილოტმა კატაპულტირება შეძლო და ადგილობრივების დახმარებით უსაფრთხოდაა, თუმცა შეიარაღების სისტემების ოპერატორის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია – განიხილება ირანული რაკეტის მოხვედრის, აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის ან ტექნიკური გაუმართაობის ვერსიები. შეგახსენებთ, მიმდინარე ომში ამერიკულმა მხარემ დადასტურებულად უკვე 3 სამხედრო დაკარგა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შურისძიების პირობა დადო, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ისრაელის ერთობლივი ომის დასრულებამდე მსხვერპლი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.… The post ქუვეითში ირანული სარაკეტო იერიშის დროს ამერიკული გამანადგურებელი ჩამოვარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.