Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი — Cnoba
GuriaNews
სიახლე
20 Feb 2026, 14:20
21-22 თებერვალს, ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში, Healo-ის ორგანიზებით, საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება. ინიციატივის მიზანი ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. შესაბამისად, ბაზრობის ფარგლებში, შემოსული თანხა მოხმარდება სპეციალისტების გადამზადებას – ვორქშოფებსა და ტრენინგებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი თაობისთვის უკეთესი გარემოს შექმნას. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, Healo-ის ინიციატივის პარტნიორია. ღონისძიება სტუმრებს 12:00 საათიდან […] The post Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი appeared first on გურია ნიუსი.
21-22 თებერვალს, ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში, Healo-ის ორგანიზებით, საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება.
ინიციატივის მიზანი ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. შესაბამისად, ბაზრობის ფარგლებში, შემოსული თანხა მოხმარდება სპეციალისტების გადამზადებას – ვორქშოფებსა და ტრენინგებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი თაობისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, Healo-ის ინიციატივის პარტნიორია.
ღონისძიება სტუმრებს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
(R)
The post Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი appeared first on გურია ნიუსი.