სააგენტო "პარალელი"
“გამოვდივარ ინიციატივით შეიქმნას “ტვ-იმედის” და “პოს-ტვ” მხარდაჭერის საზოგადოებრივი ფონდი” – ზაალ ანჯაფარიძე
დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – “ტვ-იმედის” და “პოს-ტვ”-ს დასანქცირების შედეგად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე აღნიშნული ტელეკომპანიების მხარდაჭერის მიზნით კონკრეტული ინიციატივით გამოდის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“მე გამოვდივარ ინიციატივით შეიქმნას “ტვ-იმედის” და “პოს-ტვ” მხარდაჭერის საზოგადოებრივი ფონდი. მიიღება ნებისმიერი შემოწირულობა – თუნდაც 1 ლარი.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ამ ინიციატივის განხორციელებას შეიძლება არ ჰქონდეს დიდი ფინანსური ეფექტი (თუმცა ვინ იცის!), მას ექნება უფრო მნიშვნელოვანი – მორალური ეფექტი!
ამით ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, აქაურ უსამშობლოებს და მათ უცხოელ კურატორებს (უპირველეს ყოვლისა ბრიტანეთს) დაანახებდა, თუ როგორია ქართული საზოგადოების უმრავლესობის რეაქცია ბრიტანულ სანქციებზე ამ ტელეარხების მიმართ.
ჩემი აზრით, ეს ინიციატივა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის (რომელიც დარწმუნებული ვარ უმრავლესობაა) მეტ კონსოლიდაციას შეუწყობდა ხელს. დღეს კი ასეთი კონსოლიდაცია განსაკუთრებით გვჭირდება!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.
“გამოვდივარ ინიციატივით შეიქმნას “ტვ-იმედის” და “პოს-ტვ” მხარდაჭერის საზოგადოებრივი ფონდი” – ზაალ ანჯაფარიძე
პარალელი