სააგენტო "პარალელი"
“ზიანი შეუქცევადი არაა – არ იქნება ქოცი, ჩამოვიფერთხავთ ზიანს და წავალთ წინ” – ნიკა გვარამია
ირანთან დაკავშირებით შექმნილ რეალობას ეხმიანება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია – პოლიტიკური მოლოდინებით და კონკრეტული მინიშნებებით:
“მორიგ ჯერზე მოსრიალდა მენცარი გეოპოლიტიკურ პროგნოზში. როგორც უკრაინის ომის შემთხვევაში, ამჯერადაც ბოროტების სასარგებლოდ დადო ფსონი, (და ორივეჯერ დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის წინააღმდეგ).
როგორც პირველ შემთხვევაში, ამჯერადაც მძიმე შედეგებს მოიწევს პირადად.
სამწუხაროდ, ყველაფერი ეს ქვეყანასაც ძვირი უჯდება, თუმცა ზიანი შეუქცევადი არაა – არ იქნება ქოცი, ჩამოვიფერთხავთ ზიანს და წავალთ წინ. აი, პირადად რა ფასიც დაუჯდება, მაგის ჩამოფერთხვა შესაძლებელი არ არის“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
“ზიანი შეუქცევადი არაა – არ იქნება ქოცი, ჩამოვიფერთხავთ ზიანს და წავალთ წინ” – ნიკა გვარამია
პარალელი