“აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა”- ირანის პრეზიდენტი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 01 Mar 2026, 10:02

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანი განცხადებას ავრცელებს. ირანის პრეზიდენტი აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობას ეხმაურება. მისი თქმით, ეს მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა. „ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტისა და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა აღიქმება, როგორც მუსლიმების, განსაკუთრებით კი შიიტების წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადება მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა პეზეშკიანმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში. მისი თქმით, ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება ისლამური რესპუბლიკის უფლება და ვალდებულებაა. The post “აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა”- ირანის პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური