ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს — Cnoba

elNews სიახლე 01 Mar 2026, 10:14

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა, – ნათქვამია ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებაში. „ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა… აღიქმება, როგორც ღია ომის გამოცხადება მუსლიმების, და განსაკუთრებით, მსოფლიოს მასშტაბით შიიტების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან. ფეზეშქიანის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა მიიჩნევს, … ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს Read More » The post ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს appeared first on elNews.ge.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა, – ნათქვამია ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებაში.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა… აღიქმება, როგორც ღია ომის გამოცხადება მუსლიმების, და განსაკუთრებით, მსოფლიოს მასშტაბით შიიტების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

ფეზეშქიანის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ მისი კანონიერი მოვალეობა და უფლებაა, შური იძიოს „ამ ისტორიული დანაშაულის ჩამდენებსა და დამკვეთებზე“.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

The post ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს appeared first on elNews.ge.


რელევანტური