განახლდა
დღეს: 1086 სიახლე

აკაკი ალადაშვილი გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით სლოვენიის გადაწყვეტილებაზე: „ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ სლოვენია ამ კანონის მიღებით საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ხალხის ინტერესებზე ზრუნავს“

აკაკი ალადაშვილის განცხადებით, სლოვენიის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება აჩვენებს, რომ ქვეყანა სუვერენიტეტზე ზრუნავს. მისი თქმით, საქართველოში მიღებული კანონი ემსახურება ეროვნულ ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა ელჩებმა მას „რუსული კანონი“ უწოდეს.

იხილე სრულად: news.ge ↗
News.ge

ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას ან სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს, კანონდამრღვევი დაისჯება - აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს სასამართლომ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ ეს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის დასტურია.

Knews

პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ პაკეტს

knews.ge პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ პაკეტს პარლამენტმა მუხლობრივად განიხილა და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედება გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და…

News.ge

"აკეთებენ ასეთ ყალბ პოლიტიკურ განცხადებებს და ამით ცდილობენ ჩაერიონ სასამართლოს მსვლელობაში და მასზე ზეწოლა მოახდინონ" - აკაკი ალადაშვილი სამი ევროპარლამენტარის განცხადებაზე, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს გმობენ

დეპუტატი აკაკი ალადაშვილი სამი ევროპარლამენტარის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის დაგმობას სასამართლოზე ზეწოლად და ორმაგ სტანდარტად აფასებს, რადგან მისი მტკიცებით, უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვას კრიტიკა არ მოჰყოლია.

News.ge

კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღემდე ვერ გაიგო, რომ პირველ რიგში საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატარონ - აკაკი ალადაშვილი

აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციას დღემდე არ ესმით, რომ პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატარონ და არა დასავლელი აქტორების დავალებები შეასრულონ.

News.ge

აკაკი ალადაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტების შესახებ: „ახლა, როცა თავის ქვეყნებში მიიღეს ძალადობა, მანქანების დაწვა, სახელმწიფო შენობებსა და ინსტიტუტებზე შტურმი, ეს თურმე ძალადობაა, არადემოკრატიულია, მათთვის მიუღებელია და ჩვენთან შეიძლება?! აი, ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი“

აკაკი ალადაშვილი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ როდესაც ევროპაში ხდება ძალადობა, ეს მათთვის მიუღებელია, საქართველოში კი რევოლუციურ მცდელობებსა და ინსტიტუტებზე შტურმს თავადვე ახალისებდნენ.

News.ge

აკაკი ალადაშვილი: „დღევანდელი ევრობიუროკრატიისგან მოვითხოვთ, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს, იმ იდეას, რის გარშემოც ერთ დროს ევროკავშირი შეიქმნა, და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი გუნდის მოთხოვნა, ჩვენ მზად ვართ მათთან თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის და არა მათი დავალებებისა და აბსურდული მითითებების შესასრულებლად“

აკაკი ალადაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრესსპიკერის კრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. დეპუტატის მტკიცებით, მმართველი გუნდი ევრობიუროკრატიისგან სუვერენიტეტის პატივისცემას და თანასწორუფლებიან დიალოგს მოითხოვს.

Netgazeti

უზენაესმა სასამართლომ ექიმი-ფსიქიატრი თამარ ალადაშვილი გაამართლა – ადვოკატი

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ ექიმი-ფსიქიატრი თამარ ალადაშვილი გაამართლა. თამარ ალადაშვილი ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იყო ბრალდებული. მას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რამაც ადამიანის…

News.ge

აკაკი ალადაშვილი: „მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ ეუთოს მივმართეთ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. ახლა დაველოდოთ მათ პასუხს და, იმედია, ამ შემთხვევაში მაინც მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ აკაკი ალადაშვილის განცხადებით, საქართველომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართა, თუმცა ამავდროულად ორგანიზაციასა და მის საპარლამენტო ასამბლეას შიდა საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.

News.ge

აკაკი ალადაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ისინი ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ მართლაც არაკონსტიტუციურები და ძალადობრივები არიან, ვერ აღიქვამენ იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე აქვთ ჩადენილი, და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში აუცილებლად გაიმეორებენ იგივე დანაშაულებს. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და ამ პარტიებს პოლიტიკურ ველზე ყოფნას აუკრძალავს“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურობას ადასტურებენ და იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და მათ პოლიტიკურ ველზე ყოფნას აუკრძალავს.

News.ge

იმდენი ტყუილი და აბსურდი მოვისმინეთ, რომ, თავისი უტიფრობითა და უმეცრებით, ჩვენი სარჩელის გამყარებაში გვეხმარებიან - აკაკი ალადაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

აკაკი ალადაშვილის მტკიცებით, ოპოზიცია თავისი განცხადებებით „ქართული ოცნების“ სარჩელის გამყარებას უწყობს ხელს, რომლითაც მმართველი გუნდი 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.