კასპში მამაკაცი დაჭრეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
იხილე სრულად: mcm.ge ↗