საერთაშორისო მედია – აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია – მისი ცხედარი ნაპოვნია — Cnoba

MegaTV სიახლე 28 Feb 2026, 20:10

აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჰიელ ლეიტერმა ვაშინგტონში მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ ხამენეი ლიკვიდირებულია“, – წერს რავიდი X-ზე. ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის უზენაესი ლიდერის დაღუპვის მტკიცებულება უკვე წარუდგინეს. ასევე, ისრაელელმა […]

აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჰიელ ლეიტერმა ვაშინგტონში მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ ხამენეი ლიკვიდირებულია“, – წერს რავიდი X-ზე.

 

ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის უზენაესი ლიდერის დაღუპვის მტკიცებულება უკვე წარუდგინეს.

 

ასევე, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ ხამენეის ცხედარი ნაპოვნია.


რელევანტური