თემურ მღებრიშვილი: „ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა. ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტაში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა და ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ ევაკუირდა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
იხილე სრულად: news.ge ↗