ფორმულას ჟურნალისტი - ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ადგილზე დავრჩეთ, რადგან აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ - ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან
ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ ნიუსრუმში დაკვამლიანებაა — ჟურნალისტ სოფო ვარდიაშვილის ცნობით, ოთახში 22 ადამიანია ჩარჩენილი, რომელთაც მაშველებმა ადგილზე დარჩენა ურჩიეს.
იხილე სრულად: news.ge ↗