განახლდა
დღეს: 579 სიახლე

შალვა პაპუაშვილი: უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა - არა. ეს არის აბსოლუტური სითავხედე. როგორ ბედავენ საერთოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსონ?! რაში ერკვევიან? საქართველოს კონსტიტუციაში ერკვევიან? მოსამართლეები არიან თუ ვინ არიან, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ?!

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს „აბსოლუტურ სითავხედეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ კაია კალასმა საკონსტიტუციო სასამართლო ჩაანაცვლა. მისი თქმით, უცხოელების მიერ მოსამართლეების დანიშვნის მოთხოვნა საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა.

იხილე სრულად: news.ge ↗
News.ge

შალვა პაპუაშვილი: „კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის და ამისთვის არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში. ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას“

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“ და იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელს გაიზიარებს. სარჩელის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

News.ge

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

„ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს – ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებას ხელისუფლებასთან…

GuriaNews

შალვა პაპუაშვილი – რუსეთ-უკრაინის ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევით არაფრით განსხვავდება მისგან

დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, როგორც…

News.ge

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ესაა ერთიანი ორგანიზმი, რომლის ტაქტიკაცაა, სხვადასხვა კალათაში ჩადონ კვერცხები... სწორედ ამ ტაქტიკას ვამხელთ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელით

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას „ერთიან ორგანიზმს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათი განსხვავებული ქცევა და როლები უცხოელი კურატორებისგან გადმოკოპირებული ტაქტიკაა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით ამხელენ.

News.ge

შალვა პაპუაშვილი – კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას გაიზიარებს

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“ და იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელს გაიზიარებს. მან სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და მისი ოჯახის წევრებს ჰიტლერის რეჟიმთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული სარჩელით დღეს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მმართველი გუნდი პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს, მომზადებულია და საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს წარედგინება. პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ძალა…

მხარე

შალვა პაპუაშვილი: ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია „ლელო“-ს გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. მანამ სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ALDE-ს განცხადებას ეხმაურება. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ALDE-მ თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა. „ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია „ლელო“-ს…

GHN

გავიხსენოთ, რას ამბობდა მაკრონი, როცა ქართველ პოლიციელებს ესხმოდნენ თავს და რას ამბობს, როცა საფრანგეთის დამხობას ცდილობენ - ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის - შალვა პაპუაშვილი

დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელოდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, შვიდი წელია, ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ არ დაუგმია…

News.ge

შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს

8 წაკითხვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შალვა პაპუაშვილი ჟენევაში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი აქციები, ნაწილობრივ, ევროკავშირის ფულითაც ფინანსდებოდა”. მისი თქმით, “სწორედ ბრიუსელის…

Timer

შალვა პაპუაშვილი: სჯობდა ადვოკატს ალეკო ელისაშვილისთვის აეხსნა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა და გამოძიებასთან ეთანამშრომლა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც პაპუაშვილი ელისაშვილის დემონიზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სიცრუეა შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ალეკო ელისაშვილმა „ავტომატები შეიძინა, რათა…

,,როცა გვაქვს არჩევანი, დავუჯეროთ ბრიუსელს თუ საქართველოს ეკლესიას, ჩვენ ვირჩევთ ეკლესიას” – შალვა პაპუაშვილი

„ცივი წყალი დალიოს, ვისაც ეს სწყინს“ – შალვა პაპუაშვილი ბრიუსელსა და ეკლესიას შორის არჩევანზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ბრიუსელის ნაცვლად, საქართველოს…

Alia

შალვა პაპუაშვილი ჩინეთში გაემგზავრა

შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: გიორგი ვოლსკი; ნინო წილოსანი, სოზარ სუბარი; ნიკოლოზ სამხარაძე და გელა სამხარაული.