განახლდა
დღეს: 866 სიახლე

სააკაშვილის სიკვდილის ესკადრონი - როინ შავაძის ტრაგიკული ისტორია „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„იმედის კვირის“ წამყვან ირაკლი ჩიხლაძის განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმმა სამშობლოს უღალატა და ომიდან დაბრუნებული სერჟანტი როინ შავაძე დახვრიტა. მისივე თქმით, შავაძის მეუღლეს საქმის დავიწყების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ, დუმილს აიძულებდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

იხილე სრულად: news.ge ↗
მხარე

როინ შავაძის მეუღლე სააკაშვილის აღიარებაზე: კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიშამ, რომ მისი ბრძანებით მოკლეს როინ შავაძე. მან თვითონ აღიარა, რომ მისი დაკვეთით მოხდა ეს ყველაფერი. ჩემს მეუღლეს თანამებრძოლები არ მიუტოვებია, მიცვალებულები არ მოუტოვებია. ყოველ ნახევარ საათში, ყველა ტელევიზიის წინ გამოდიოდა ბელადი და თვითონ აღიარებდა თუ სად იდგა ჯარი. ვის რას აბრალებს?!

როინ შავაძის მეუღე, ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ეხმაურება. როგორც „ქრონიკასთან“ ციცინო შავაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როინ შავაძე სწორედ მისი დაკვეთით მოკლეს. ციცინო შავაძე მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე, დამკვეთის სტატუსით სააკაშვილის…

TiflisNews

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, არის ტყუილი”

ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, “დებატების” ეთერში, როინ შავაძის მკვლელობის საქმეს იხსენებს და აცხადებს, რომ რაც მიხეილ სააკაშვილმა შავაძის შესახებ ისაუბრა, სიცრუეა. “რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძის საქმეზე და თქვა…

პარალელი

მიხეილ სააკაშვილი: “როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე”

სააგენტო "პარალელი" მიხეილ სააკაშვილი: “როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე” საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო სხდომაზე, სერჟანტ როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა: “ბათუმში მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით სულ მესმის – როინ შარაძის მკვლელობა არ…

XNews

მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომიდან, სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე საუბრობს. მისი თქმით, შავაძე იყო ქვეყნის მოღალატე, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბათუმში რუსულ დაზვერვას ქართული ჯარების კორდინატებს, განლაგებასა… The post მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო…

News.ge

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როინ შავაძის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს - ლევან ბეჟაშვილი

ენმ-ის მმართველი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ როინ შავაძის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მმართველი გუნდი კი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც შავაძეს მოღალატე უწოდა, მკვლელობის საქმეზე აღიარებად აფასებს.

News.ge

მიშამ აღიარება გააკეთა. დღემდე ვიძახდი, რომ მიშას დაკვეთით იყო ყოველივე ეს. ვთხოვ პროკურატურას, საქმე აღძრას და კაცის მკვლელობისთვის დასაჯოს ეს ადამიანი - როინ შავაძის მეუღლე

მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განცხადებას მკვლელობის აღიარებად აფასებს და პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ მოუწოდებს.

News.ge

ციცინო შავაძე სააკაშვილზე: ძალიან მეცოდება, რომ ასეთ აგონიაშია, უკვე მისი დაკვეთილი მკვლელობები ელანდება, ესიზმრება და ამას კიდევ მისი პირით ხმამაღლა გადმოსცემს

სერჟანტ როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი პირით აღიარა როინ შავაძის დაკვეთილი მკვლელობა და მის მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

News.ge

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი - ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, როინ შავაძის საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია, რადგან მკვლელობაში თანამზრახველები ეყოლებოდა. მისი თქმით, ეს აღიარება საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაც პირდაპირი მტკიცებულებაა.

News.ge

დადასტურებული სისტემური დანაშაული და აღიარება სინანულის გარეშე - მიხეილ სააკაშვილი სერჟანტ როინ შავაძის ლიკვიდაციის ფაქტს ადასტურებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის ლიკვიდაციის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მომხდარს კვლავ დაუდასტურებელი ბრალდებებით ამართლებს. მის პოზიციას „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ იზიარებენ.

Ajara Times

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

უკვე მეორე დღეა, რაც საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე მსჯელობს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ერთ-ერთი ვასილ როინიშვილია. The post წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს…

News.ge

ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს პროკურორი იყო, ახლა კი პარტიების გაუქმებას იხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც როინ შავაძის მკვლელობისას აჭარის პროკურორი იყო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ინტერესთა კონფლიქტის არსებობას უარყოფს.

Timer

თაზო დათუნაშვილი: ვასილ როინიშვილი იყო პროკურორი, რომელიც თეთრი ძაფით კერავდა როინ შავაძის საშინელ საქმეს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი განიხილება, მოსამართლე ვასილ როინიშვილის პროცესში მონაწილეობა გააკრიტიკა. დათუნაშვილის განცხადებით, როინიშვილი თავად იყო პროკურორი როინ შავაძის…