განახლდა
დღეს: 420 სიახლე

რუსულ საგიჟეთში ყველაფერი სტაბილურადაა: რუსეთში ჰელოუინის წინააღმდეგ რეიდები მოაწყვეს

რუსეთში პოლიციამ ჰელოუინის აღმნიშვნელი, კოსტიუმებში გამოწყობილი მოზარდების წინააღმდეგ რეიდები მოაწყო: მათ საბუთებს უმოწმებენ, ავტობუსებში სვამენ და ოქმებს უდგენენ.

იხილე სრულად: news.ge ↗
On.ge

ჰელოუინის 10 კოსტიუმი, რომლებსაც Google-ში ყველაზე ხშირად ეძებენ — ნახეთ სია

ჰელოუინის მოახლოებასთან ერთად, Google-მა ჰელოუინის 10 ყველაზე ტრენდული კოსტიუმი გაგვაცნო. რეიტინგი ზოგადად ყველაზე მეტჯერ მოძიებული კოსტიუმების სიას არ გვიჩვენებს, აქ ისეთი კოსტიუმებია წარმოდგენილი, რომელთა ძიებაც ახლა, ჰელოუინის წინ განსაკუთრებით გააქტიურდა. ათეულში როგორც პოპულარული ფილმების…

News.ge

ირაკლი მელაშვილი – ქართულ პოლიტიკაში ძალიან “დაცხა” – საგიჟეთში ვართ

ქართულ პოლიტიკაში ძალიან დაცხა. საგიჟეთში ვიყავით და ვართ, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. მელაშვილმა ისაუბრა შსს-ში შექმნილ სამმართველოზე და განაცხადა, რომ პოლიტიკოსები დაინტერესებულები უნდა იყვნენ ხალხის განწყობით და არა გინების…

გაერთიანებულ სამეფოში ჰელოუინის წვეულებაზე ხუთი მოზარდი დანით დაჭრეს

ჰემფშირის პოლიციის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში ჰელოუინის წვეულებაზე დანით დაჭრის შედეგად ხუთი მოზარდი მძიმედ დაშავდა. მათივე ცნობით, პარკ როუდზე ახალგაზრდებს თავს „უცნობი ჯგუფი“ დაესხა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. თავდასხმის მოტივი, ამ ეტაპზე, უცნობია.

News.ge

ჯეიდ თერლუოლი ჰაიდი კლუმის ჰელოუინის წვეულებაზე გარგოილის ფორმაში გამოჩნდა

ჯეიდ თერლუოლი ნიუ-იორკში ჰაიდი კლუმის ჰელოუინის წვეულებაზე გარგოილის კოსტიუმით გამოჩნდა. მომღერლის სოლო სიმღერა Angel Of My Dreams კი კაილი ჯენერის Victoria's Secret-ის ჩვენებაზე გამოსვლის შემდეგ Spotify-ზე პოპულარული გახდა.

News.ge

ჰაიდი კლუმი ჰელოუინის წვეულებაზე მოკვეთილი ხელის კოსტიუმით გამოჩნდა

გერმანელმა სუპერმოდელმა ჰაიდი კლუმმა ნიუ-იორკში გამართულ ჰელოუინის წვეულებაზე მოკვეთილი ხელის ფორმის კოსტიუმი მოირგო. მოდელი, რომელიც მსგავს ღონისძიებებს 2000 წლიდან მასპინძლობს, წითელ ხალიჩაზე ხუთკაციან გუნდთან ერთად გამოჩნდა.

News.ge

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ჰელოუინის სადღესასწაულო კოსტიუმები გამოაჩინეს

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, მათ შორის ზენდეიამ, ჰაიდი კლუმმა, პერის ჰილტონმა და სანდრა ბულოკმა, სოციალურ ქსელებში ჰელოუინის სადღესასწაულო კოსტიუმები და არქივები გამოაქვეყნეს. ზენდეია ჰელოუინისთვის ჰოლი ბერის 2002 წლის იმიჯით წარდგა.

News.ge

მეგან ფოქსმა ჰელოუინისთვის სირინოზის გოთიკური იმიჯი მოირგო

მსახიობმა მეგან ფოქსმა ჰელოუინისთვის სირინოზის გოთიკური იმიჯი მოირგო და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი ამჟამად მარტოა და ყოფილი პარტნიორის, Machine Gun Kelly-ს პირად ცხოვრებაზე არ რეაგირებს.

News.ge

ლეონარდო დიკაპრიო და ვიტორია ჩერეტი კენდალ ჯენერის ჰელოუინის წვეულებაზე გამოჩნდნენ

ლეონარდო დიკაპრიო და ვიტორია ჩერეტი კენდალ ჯენერის ჰელოუინის წვეულებაზე რუხი მგლისა და წითელქუდას კოსტიუმებით გამოჩნდნენ. წყვილი, რომელიც სამი წელია ერთმანეთს ხვდება, დასავლეთ ჰოლივუდში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

News.ge

Strictly-ის წამყვან ჯოშ უიდიკომბს ჰელოუინის გამოუცვლელი სამოსის გამო მაყურებლები აკრიტიკებენ

Strictly Come Dancing-ის მაყურებლებმა პროექტის თანაწამყვანი ჯოშ უიდიკომბი ჰელოუინის გადაცემაში თემატური კოსტიუმის არჩაცვის გამო გააკრიტიკეს. მაყურებელთა ნაწილმა წამყვანის ჩაცმულობა ძალისხმევის ნაკლებობად შეაფასა.

News.ge

მაია ჯამა ჰელოუინის წვეულებისთვის ოლიმპიურ ჩემპიონ სერ მო ფარად გარდაისახა

ბრიტანელმა ტელეწამყვანმა მაია ჯამამ ლონდონში გამართული ჰელოუინის წვეულებისთვის ოლიმპიური ჩემპიონის, სერ მო ფარას იმიჯი მოირგო. ჯამას თქმით, მან სპორტსმენისგან ნამდვილი მედლები და ოლიმპიური ფორმა ისესხა.

საფრანგეთში, აქციებზე ჰელოუინის ნიღბის ტარებისთვის მოქალაქეებს ერთ წლამდე პატიმრობა და 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების მონაწილეებს აფრთხილებს, რომ სახის დასაფარად ჰელოუინის ნიღბების გამოყენების შემთხვევაში მათ შესაძლოა, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ. მედიის ცნობით, საფრანგეთის…

News.ge

საფრანგეთში საპროტესტო აქციაზე ჰელოუინის ნიღბების ტარებისთვის 150 ევროს ოდენობის ჯარიმა შემოიღეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის გაფრთხილებით, ჰელოუინის ღამეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით სახის დაფარვა სამართალდარღვევად ჩაითვლება და 150 ევროთი დაჯარიმდება.