ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი კიდევ ერთი პირი
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და იარაღით მუქარა ედება. უწყების ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
იხილე სრულად: news.ge ↗