გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ არგუმენტებზე: მან დაინახა [მოპასუხე მხარემ], რომ ამას ვერ უარყოფს. აქედან გამომდინარე საზოგადოებას უნდა დაანახოს, რომ მე ვიბრძოდი, მე დავით აღმაშენებელი ვიყავი, რომელმაც ურჩებს თვალები დათხარა, ქუსლები მოკვეთა. ეს მესიჯია. და აქედან გამომდინარე, მე ვისჯები ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში თავდაცვის იმ სტრატეგიას იყენებენ, თითქოს ჩადენილი დანაშაულები ქვეყნის ინტერესებითა და იძულებით იყო ნაკარნახევი.
იხილე სრულად: news.ge ↗