არჩილ ნიჟარაძემ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა
თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ ნიჟარაძემ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა და სკოლების რეაბილიტაციასა და საგზაო პროექტებზე ისაუბრა.
იხილე სრულად: news.ge ↗თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ ნიჟარაძემ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა და სკოლების რეაბილიტაციასა და საგზაო პროექტებზე ისაუბრა.
იხილე სრულად: news.ge ↗ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ანაკლიის, განმუხურის, დარჩელის, კიროვის, ცვანეს, ერგეტისა და ორულუს მოსახლეობას წარუდგინა.მერმა მოქალაქეებს განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, არსებული საჭიროებები მოისმინა და სამომავლო...
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ვაჟა კოკაიამ და ალექსანდრე მუკათარიძემ, ვარკეთილში მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. დეპუტატებმა საკრებულოს 14 სხდომაში მონაწილეობასა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა და ლილო-ორხევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ხაბარელმა საკრებულოში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და ყურადღება ოლქში შესრულებულ საგზაო და კომუნალურ პროექტებზე გაამახვილა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა ადგილობრივებს გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა და ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და 2027 წლის გეგმებზე გაამახვილა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც ყურადღება მოქალაქეთა სოციალურ დახმარებასა და რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ვაჟა კოკაიამ და ალექსანდრე მუკათარიძემ, მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. დეპუტატების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საკრებულოს 14 სხდომას დაესწრნენ, რომლებზეც 95 დადგენილება და 663 განკარგულება განიხილეს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა დავით ჭელიძემ ნაძალადევის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, 34 მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდა, მიმდინარეობს სკვერებისა და ბაღის მშენებლობა, ხოლო მოქალაქეთა 122 განცხადების უმრავლესობა დაკმაყოფილდა.
თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დეპუტატის განცხადებით, რაიონში მოეწყო 74 ახალი სკვერი, 44-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, მიხეილ რეხვიაშვილმა და ჯაბა კოღუამ, მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს და განხორციელებულ თუ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძემ მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დეპუტატის ცნობით, კრწანისის რაიონში გზების რეაბილიტაცია 126 მისამართზე ჩატარდა, განახლდა და მოეწყო 11 სკვერი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 150 პროექტი განხორციელდა.
კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით 2025 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა…
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა ვალერიან პაპუაშვილმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც მის რაიონში საგზაო სამუშაოებზე 1,38 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დასაფინანსებლად 1,15 მილიონ ლარზე მეტი მიიმართა.