გიორგი სოსიაშვილი ევრობიუროკრატების განცხადებებზე: „რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადებები, როდესაც უკრაინაში 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა 2022 წლის შემდეგ, ანდა როდესაც მოლდოვაში ოთხი პოლიტიკური პარტია აიკრძალა? საქართველოზე რომ ატეხეს ერთი ამბავი – იმიტომ, რომ ეს მათი აგენტურაა და არ უნდათ იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათი სცენარების განხორციელებაზე იყვნენ ორიენტირებულები“
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი სოსიაშვილი ევრობიუროკრატებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ისინი საქართველოში საკუთარ აგენტურას იცავენ, მაშინ როცა უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვაზე მსგავსი რეაქცია არ ჰქონიათ.
იხილე სრულად: news.ge ↗