განახლდა
დღეს: 614 სიახლე

ᲚᲘᲝᲜᲨᲘ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐᲛ ᲡᲐᲞᲠᲝᲢᲔᲡᲢᲝ ᲐᲥᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲨᲚᲔᲚᲐᲓ ᲪᲠᲔᲛᲚᲡᲐᲓᲔᲜᲘ ᲒᲐᲖᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲔᲜᲐ

საფრანგეთის ქალაქ ლიონში პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა დაახლოებით 150-კაციანი საპროტესტო აქცია. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დემონსტრაცია იმ ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც ხელისუფლებას ყველა სახის შეკრება აკრძალული ჰქონდა. როგორც ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, პოლიციამ…

იხილე სრულად: fact.ge ↗
News.ge

ლიონში პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ლიონში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა დაახლოებით 150-კაციანი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებდნენ და გზის გადაკეტვას შეეცადნენ.

Metronome

საფრანგეთის ქალაქ ლიონში აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

დემონსტრაცია ერთ-ერთი უნივერსიტეტისა და ქალაქის პოლიციის განყოფილების მახლობლად გაიმართა. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დაახლოებით 150 დემონსტრანტის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ცნობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის დემონსტრაცია…

News.ge

მარსელსა და ლიონში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის ქალაქებში, მათ შორის მარსელსა და ლიონში, ახალგაზრდების საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პარიზსა და რენში მომიტინგეებმა მედიის ოფისის ბლოკირება და ცეცხლმოკიდებული ბარიკადების მოწყობა სცადეს.

Timer

ჩილეში, აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჩილეში შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირებისა და სოციალური ორგანიზაციების მარში გაიმართა, რომელიც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც „როიტერი“ წერს, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის…

Metronome

თურქეთში ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

თურქეთში ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იზმირში გამართულ დემონსტრაციას „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერი, ოზგურ ოზელი ხელმძღვანელობდა. აქციის…

Metronome

„როიტერი“ – ირანის მომხრე მომიტინგეების დასაშლელად, რომლებმაც ბაღდადის „მწვანე ზონაში“ აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ირანის მომხრე მომიტინგეების დასაშლელად, რომლებმაც ბაღდადის „მწვანე ზონაში“ აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გამოცემის ცნობით, მომიტინგეები, რომლებიც მეზობელ ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გასაპროტესტებლად მიემართებოდნენ, უსაფრთხოების…

Timer

ჟენევაში აქციაზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ჟენევაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საფრანგეთში, ევიან-ლე-ბენში დაგეგმილ…

რადიო მაესტრო

ტირანაში სტუდენტების პროტესტი შეტაკებებში გადაიზარდა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტებმა განათლების სამინისტროს შენობას აგურები და ბეტონის ბლოკები ესროლეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად…

News.ge

პარიზსა და ლიონში საპროტესტო აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

საფრანგეთში სტუდენტური საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებითა და არეულობით დასრულდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 სამართალდამცველი. პარიზსა და ლიონში დემონსტრანტებმა ავტომობილი დაწვეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

News.ge

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, ბორდოში კი შეტაკებები მოხდა.

რადიო მაესტრო

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება — პარიზში 40 ადამიანი დააკავეს, მარსელსა და ლიონში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზის პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა. ქალაქის პოლიციის პრეფექტურის განცხადებით, დაკავებები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ჩატარებული შემოწმებების შედეგად განხორციელდა. პრეფექტურის ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობას თან ჰქონდა აკრძალული თავდაცვის საშუალებები ან იარაღი. უწყების ცნობით, ამოღებულ…