მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს
შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საიმიგრაციო კონტროლის შედეგად საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა. დაკავებულები დროებითი განთავსების ცენტრში არიან გადაყვანილი და მათი საქართველოდან გაძევების პროცედურები მიმდინარეობს.
იხილე სრულად: news.ge ↗