თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს „ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობენ, რადგან საკონსტიტუციო სარჩელსა და არსებით განხილვებს უფრთხიან.
იხილე სრულად: news.ge ↗