დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია
დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში, რომლისთვისაც ბიუჯეტში 58 მლნ ლარია გამოყოფილი, განაცხადების მიღება 19 ოქტომბერს დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპენსაცია ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
იხილე სრულად: news.ge ↗