განახლდა
დღეს: 51 სიახლე
News.ge

4 დღე „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის მიღების განხილვამდე და დაქსაქსული ოპოზიციის გეგმები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე არსებით მსჯელობას იწყებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მოპასუხე მხარეს ერთიანი სტრატეგია არ აქვს და სამართლებრივი არგუმენტების დეფიციტის გამო პროცესში უცხოელების ჩართულობაზე აკეთებს აქცენტს.

იხილე სრულად: news.ge ↗
News.ge

ოპოზიცია უცხოელების იმედად - კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბრიტანეთის საელჩოში მივიდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდნენ. მმართველი გუნდის მტკიცებით, ეს მიუთითებს, რომ ოპოზიციას საკუთარი ძალებით პოზიციების დაცვის იმედი არ აქვს.

Timer

თურქეთ-სომხეთის სახმელეთო საზღვარი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისა და სომხეთში კონსტიტუციური ცვლილებების მიღების შემდეგ გაიხსნება

33 წლის შემდეგ პირველად, თურქეთ-სომხეთის სახმელეთო საზღვარი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისა და სომხეთში კონსტიტუციური ცვლილებების მიღების შემდეგ გაიხსნება. ამის შესახებ თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა, რაშად მამედოვმა თურქულ ყოველდღიურ გამოცემა Cumhuriyet-თან ინტერვიუში განაცხადა. ელჩმა აღნიშნა…

News.ge

პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება - 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგია პირველ სხდომას გამართავს

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა იწყება. „ქართული ოცნების“ დეპუტატ რატი იონათამიშვილის მტკიცებით, სარჩელი ქართულ პოლიტიკაში „უცხო ძალების აგენტურის“ საქმიანობის აღკვეთას ისახავს მიზნად.

News.ge

გამჭვირვალობა: კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდება საარჩევნო დემოკრატია

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის დაკმაყოფილება ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატიას დაასრულებს, რადგან სარჩელი ვერცერთ კონსტიტუციურ პირობასა და პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელ მტკიცების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

მხარე

კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე კვირაში დაიწყება

მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყება, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას შეეხება. სარჩელს სასამართლოზე ,,ქართული ოცნების“ ოთხი დეპუტატი წარადგენს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ რომ, აუცილებელია ქვეყანა დაცული იყოს ისეთი პარტიებისგან, რომელთა მიზანი არეულობა…

Knews

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – ახალი მუხლი: „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკოსებს

knews.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – ახალი მუხლი: „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკოსებს ახალი მუხლი – „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, რომელიც…

Timer

პარტიების აკრძალვის სარჩელზე, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პარტიების აკრძალვის სარჩელზე, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური…

News.ge

"ძალიან მოხარული ვიქნები, თუ სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება" - თენგიზ შარმანაშვილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის 88 წევრის სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის მტკიცებით, ოპონენტებს სამართლებრივი არგუმენტები თითქმის არ გააჩნიათ და ისინი მხოლოდ სანახაობრივი შოუს მოწყობას შეეცდებიან.

News.ge

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის გადაღებისა და პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა

საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა. პროცესი 21, 22 და 23 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერითა და სასამართლოს ოფიციალურ YouTube-არხზე გადაიცემა.

News.ge

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის არსებით განხილვას იწყებს, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვაა მოთხოვნილი. მოსარჩელეები პარტიებს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებენ.

News.ge

საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას იწყებს - ვინ დაესწრება საქმის არსებით განხილვას

საკონსტიტუციო სასამართლო 88 დეპუტატის სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსარჩელე მხარე პარლამენტის წევრებით დაკომპლექტდება, ოპოზიცია კი პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაშია.

News.ge

მოსამართლე ევა გოცირიძე ვარაუდობს, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 3 დღე არ ეყოფა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე ვარაუდობს, რომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 3 დღე არ ეყოფა. პარლამენტის 88 წევრის სარჩელის განხილვა დღეს აქციის, პოლიციის მობილიზებისა და მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე იწყება.