მარტვილში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, სამი კი ტურისტი. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
იხილე სრულად: mcm.ge ↗