სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო - თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, №2 დაწესებულებაში ბრალდებული გ.გ. ორსართულიანი საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. უწყების განცხადებით, მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ხოლო საქმეზე გამოძიება იმერეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო.
იხილე სრულად: news.ge ↗