შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უნდა ავყვეთ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას. ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან. ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული. დროა, ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს”
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უმწიფარია, მან გლობალური როლი დაკარგა და ორმხრივ ურთიერთობაში დესტრუქციული სწორედ ბრიუსელია. მისი თქმით, საქართველო დიალოგის მაგიდასთან ზის და ევროკავშირისგან კონსტრუქციულ კალაპოტში დაბრუნებას ელოდება.
იხილე სრულად: news.ge ↗