საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 14 ოქტომბერს, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა
საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით არგენტინიდან გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა. უწყების ცნობით, ის ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ „ქეისებსა“ და მტკიცებულებებს ამზადებდა, რის სანაცვლოდაც 1000-ზე მეტი მოქალაქისგან მილიონობით დოლარი მიიღო.
იხილე სრულად: news.ge ↗